ბროწეულებს,

ნაწილი პირველი: მითი

253px-Rosetti02

პერსეფონა, დანტე გაბრიელ როსეტი, 1874 წელი

,,არ უნდა შემეჭამა ის ბროწეული. ვიცი, თქვენზე უკეთ ვიცი. თქვენ? ოდესმე გიცხოვრიათ სიბნელეში, სადაც თქვენი ნება-სურვილის საწინააღმეგოდ გამოგკეტეს. თუმცა არა… სხვაგვარად უნდა მეკითხა. ოდესმე უცხოვრია თქვენში სიბნელეს?  გინატრიათ მზის სხივები დღისით და ღამით და ასე უსასრულოდ. ამ დროს წითელი ბროწეული, შავი მიწა და წითელი ბროწეული, შავი და წითელი. მას ჩემთვის არჩევანი არ დაუტოვებია, სამწუხაროდ, არც თქვენთვის.

დედები ყველაფერს გრძნობენ. მეც მესმოდა დედაჩემის ტირილი და ვზრდიდი იმედს, როგორც ერთადერთ შვილს. ვიცოდი, თუ დავბრუნდებოდი, აუცილებლად გამომყვებოდა იმ სიბნელის სუნი, როგორც ღამეული კოშმარის გემო და წარსულთან ჩემს კავშირს უხილავი ძაფებით შეინარჩუნებდა. თქვენ ამბობთ რომ ჩემს გამო ხდება ყველაფერი, ჩემს გამო იკარგება და ცვდება ყველაზე მთავარი ფერი -მწვანე. უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ ყოველთვის, როცა თქვენთან ზამთარი მოდის, მე სიბნელეს ვუბრუნდები და ეს ყველაზე დიდი სასჯელია იმისთვის, ვინც თქვენ მარადიული ზაფხული წაგართვათ. ბროწეულების ბრალია, მხოლოდ ბროწეულების”

პერსეფონე , ქალღმერთი 

ნაწილი მეორე: რეალობა

,,მე ვხატავ ბროწეულებს. ბროწეული ჩემთვის სიცოცხლეს ნიშნავს, რომელიც ისევე მიყვარს, როგორც ჩამავალი მზის ყურება ჩემს ქალაქში, სტამბულში. გახლეჩილი ბროწეულებიც სიცოცხლეა. სიცოცხლე, რომელსაც არა აქვს საზღვრები, არ ემორჩილება კანონებს და კალაპოტიდან გადმოდის.  მე ასეთი სიცოცხლე მიყვარს და ასეთ ბროწეულებს ვხატავ.”

İsmail Acar, თურქი მხატვარი 

artwork_images_648_733737_ismail-acarIsmail-Acar_120x112cm,-Pomegranates-in-plate,-oil-on-canvas,--2005ismail_acar

პ.ს მე არაფერი მაქვს სათქმელი ბროწეულზე, გარდა იმისა რომ ძალიან მიყვარს.

ანია,

იონიის კუნძულები, საბერძნეთი

მარტი, 2013 წელი

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , . Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი