ზაფხულის ბოლო დღეებს,

ნახვამდის, შეხვედრამდე – მე თქვენ არასდროს გესალმებით, მხოლოდ გემშვიდობებით !

როგორი ხართ? რა ფერის ხართ? რაზე ოცნებობთ?რაზე ფიქრობთ? რატომ ატარებთ ზაფხულის ღამის სიზმრების სურნელს, სიგრილის შერძნებას, ლოდინის სურვილს?

რაზე ვფიქრობ მე, როცა თქვენ ჩემს ცხოვრებაში მოდიხართ, ზაფხულის ბოლო დღეებო? არ ვიცი, ალბათ – ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებზე, დაშვებულ ფარდებზე, დაუწერელ წიგნებზე, გატეხილ სათამაშოებზე, დაკარგულ ტელეფონის ნომრებზე, არარსებულ ღმერთებზე. იმაზე, რომ მე ბედნიერი ვარ, მიუხედავად იმისა რას ვუმტკიცებ თავს ყოველ დილით ან რას მიმტკიცებენ სხვები. ბედნიერება მდგომარეობაა და არა გრძნობა, ამიტომ მეც, ამ ბედნიერებით გარემოცული, გემშვიდობებით თქვენ, მომავალ შეხვედრებამდე. ვინ იცის რას მოგვიტანს მომავალი ზაფხული ან ჩვენს რას ვპირდებით მას ?

მომავალ ზაფხულამდე კი ვივიწყებთ ყველა ზაფხულს… მე შემიძლია დავიწყება. მე ვფიქრობ, რომ შემიძლია დავიწყება. გუშინ ზაფხულის ბოლო დღით სავსე ღია კაფეში ჩემი ბავშვობის მეგობარს ვეუბნებოდი, რომ არავინ მიყვარს და ეს არ არის ნორმალური, ალბათ. ლივ ტაილერი (ამ შემთხვევაში მაგალითად არის მოყვანილი, როგორც უბრალოდ გოგონა და არა ღვთაებრივად ლამაზი ადამიანი) ერთ ინტერვიუში ამბობს რომ იშვიათად უყვარდება, ათასში ერთხელ  (ინგლისურად Once in a blue moon)  და ეს გრძნობა ნამდვილია. აი, ასე ხდება ზოგიერთი ადამიანის ცხოვრებაში. ზოგიერთი ადამიანის ცხოვრება მშვიდი ცურვაა, რაღაც კონკრეტულ მომენტამდე, რომელსაც იმედია მივაღწევ და რომელსაც Lenny Kravitz-ის სიტყვებით შევხვდები – ,,All of my life, where have you been?”  ან ფილმის ,,მოსკოვს ცრემლების არ სჯერა” ბოლო ეპიზოდით (რომელიც აზრობრივად იგივეა) –                                                             — Как долго я тебя искала.                                                                                                            — 8 дней.                                                                                                                                             — …Как долго я тебя искала.

აი, ამიტომ ვართ ბედნიერები ოპტიმისტი ადამიანები. ოპტიმიზმშია მთელი ჩვენი ბედნიერებაც და უბედურებაც.

ვთქვი, რომ ადვილად შემიძლია დავიწყება, თუმცა არის ერთი რამ, რის გახსენებაც დიდი ხანია უშედეგოდ ვცდილობ და ვერ ვიხსენებ, ან არ ვიხსენებ.  მე არ მახსოვს, როგორი იყო ბოლო კოცნა ადამიანისგან, რომელიც მინდა რომ მახსოვდეს, მინდა რომ არ დამავიწყდეს, თუმცა ბედის ირონიით….

Meredith: I can’t, I can’t remember our last kiss. All I could think about was, “I’m going to die today and I can’t remember our last kiss,” which is pathetic. But the last time we were together and happy, I… want to be able remember that, and I can’t Derek. I can’t remember.                                                                                                                                      Derek: I’m glad you didn’t die today.                                                                                   Derek: It was a Thursday morning, you were wearing that ratty little “Dartmouth” T-shirt you look so good in, the one with the hole in the back of the neck. You’d just washed your hair and you smelled like some kind of… flower. I was running late for surgery. You said you were going to see me later, and you leaned to me, you put your hand on my chest and you kissed me. Soft. It was quick. Kind of like a habit. You know, like we’d do it everyday for the rest of our lives. And you went back to reading the newspaper and I went to work. That was the last time we kissed.                                                                          Meredith: Lavender. My hair smelled like lavender… from my conditioner.                      Derek: Lavender. Huh.

ეს ცხოვრებაა. ცხოვრება ისაა, რაც გახსოვს, სხვა დანარჩენი არსებობაა.

მშვიდობით,

ზაფხულის დღეებო !

თქვენი  მეგობარი ანია

21 აგვისტო,

სიეტლი, აშშ.

This entry was posted in Uncategorized and tagged , , . Bookmark the permalink.

2 Responses to ზაფხულის ბოლო დღეებს,

  1. anabell ამბობს:

    ann ❤ me es ar vicodi.. ra kargi xar : )
    da ra bednierebaa.. : )

დატოვე კომენტარი